გაერო-მ ავღანეთის ცენტრალურ ბანკში $16 მილიონი გადარიცხა

ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა გაერო-სგან 16 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. აღნიშნული თანხა ავღანეთში გაერო-ს დამხმარე მისიის(UNAMA) ფარგლებში გადაირიცხა.

ავღანეთის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გაერო-ს მიერ გადარიცხული თანხა  ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერებას მოხმარდება.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და WFP-ის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეიძლება შიმშილის პირას აღმოჩნდეს. ეს დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსულ რადიკალურ თალიბანს  სახელმწიფო რეზერვების მხოლოდ 0,1%-ზე აქვს წვდომა. ვინაიდან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია შეერთებული შტატების მიერ.