გათხევადებული აირების იმპორტი შემცირებულია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 60%-ით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (4,0 ათასი ტონა) შედარებით და 2,1 ათასი ტონით ანუ 56,7%-ით გასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (3,7 ათასი ტონა) შედარებით. 

იმპორტის 87,5% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 30,2 ათასი ტონა, რაც 3,9 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება გასული წლი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (26,3 ათასი ტონა). 

მათ შორის, იმპორტის 93,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.