გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის სამომხმარებლო ტარიფები გრძელვადიან პერიოდზე დაადგინა.

როგორც სემეკიდან report.ge-ს აცნობეს, ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე.

უფრო კონკრეტულად:

"სოკარ ჯორჯია გაზის" სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.928 თეთრი/მ3-ს; ასევე უცვლელი დარჩა "საქორგგაზის" ტარიფი და დღგ-ს ჩათვლით 56.990 თეთრი/მ3 იქნება.

"დი-ვი-ეს"-ის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 43.500 თეთრი/მ3-ს შეადგენს, შპს "დიდი დიღომის" ტარიფი - 50.899 თეთრი/მ3-ს, "გასკო +"-ის - 48.301 თეთრი/მ3-ს.

"გამასთვის" განაწილების ტარიფი შემცირდა 3.371 თეთრით და შეადგინა 1.671 თეთრი/მ3, შპს "გოგოჭური და კომპანიისთვის" განაწილების ტარიფი შემცირდა 3.583 თეთრით და 1.510 თეთრი/მ3 იქნება, ხოლო შპს "ენერგია+"-ს განაწილების ტარიფი 4.183 თეთრით, 6.046 თეთრი/მ3-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, დედაქალაქის აბონენტებისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფი სემეკმა გასული წლის ბოლოს დაადგინა და ის ასევე 2022 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.