"გაზპრომმა“ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი სამჯერ შეამცირა

იანვრის დასაწყისში რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა სლოვაკეთის მიმართულებით სამჯერ შემცირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკეთის გაზის გადამცემ ოპერატორ Eustream-ზე დაყრდნობით იუწყება.

2021 წლის 31 დეკემბერს  83,8 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა.  2022 წლის 1 იანვარს მაჩვენებელი 49,5 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. 2 იანვარს - 35,5 მლნ კუბურ მეტრამდე.  ხოლო 3 იანვარს - 26,1 მლნ კუბურ მეტრამდე. 

საერთო ჯამში, 2021 წელს, საშუალო დღიური ამოტუმბვის სიჩქარე იყო 76,6 მილიონი კუბური მეტრი. 

2021 წელს უკრაინის GTS-დან ბუნებრივი აირის მთლიანმა ტრანზიტმა 41,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.