გერმანიაში შვიდი ენერგეტიკული კომპანია მუშაობას წყვეტს

გერმანიაში, გაზის გაძვირების გამო, შვიდმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა და ნაწილობრივ გაკოტრდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ელექტროენერგიის მიმწოდებელი Stromio ამ სიაში მეშვიდე კომპანია გახდა. მიწოდების შეწყვეტა ბაზრებზე გაზის მაღალ ფასებს უკავშირდება.

ფედერალური ქსელის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 38-მა ენერგოკომპანიამ გამოაცხადა მიწოდების დასრულება, მათგან 12-მა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დანარჩენები 31 დეკემბრისთვის გეგმავენ საქმიანობის დასრულებას.

გერმანიაში მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 2021 წელს, საშუალოდ, 18,4%-ით გაიზარდა, ხოლო  ელექტროენერგიის ღირებულება - 46,6%-ით.