გერმანიაში წლიური ინფლაცია უკანასკნელი 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა

გერმანიაში წლიური ინფლაციის დონე 2.5 პროცენტამდე გაიზარდა. ამის შესახებ გერმანიის სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.

გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლოს ამ მაჩვენებელმა ინფლაციამ 2011 წლის სექტემბერში იაღწია. 

ქვეყანაში ინფლაციის დონე მეხუთე თვეა იზრდება. მარტში ინფლაცია 1,7 პროცენტს შეადგენდა, აპრილში 2 პროცენტამდე გაიზარდა.

ინფლაციის ფონზე, საცხოვრებლის ქირა გერმანიაში წლის განმავლობაში 1,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საკვები პროდუქტების ღირებულება - 1,5 პროცენტით. მომსახურების სექტორში წლიურმა ინფლაციამ 2,2 პროცენტი შეადგინა. 

ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს თვეებში გერმანიაში წლიური ინფლაცია შეიძლება 4 პროცენტამდე გაიზარდოს.