გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა

გერმანიაში, კორონავირუსის ომიკრონ შტამის  გავრცელების მიუხედავად, დასაქმებულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გერმანიის დასაქმების ბაზარზე უმუშევრობა 23 000-ით შემცირდა, რაც წინასწარ პროგნოზს აჭარბებს. 

ამ დროისათვის, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 5,2%-ზეა.

გარდა ამისა, გერმანიაში ინფლაციამ ნოემბერში 6%-ს მიაღწია. თუმცა, მიმდინარე კვირაში ახალი მაჩვენებლები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ფასებზე ზეწოლა სავარაუდოდ შემცირდება.