გერმანიის ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა რვა წელი დასჭირდეს

COVID-19-ის ეპიდემიით გამოწვეული რეცესიის ფონზე, გერმანიის ეკონომიკა ყოველკვირეულად 15 მილიარდი ევროთი მცირდება, რის გამოც, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას შესაძლოა სულ მცირე რვა წელი დასჭირდეს.

"2020 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ გერმანია დაკარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთიდან 10 პროცენტამდე", - ნათქვამია ამერიკული საკონსულტაციო ფირმის McKinsey & Company– ის გერმანული ფილიალის თავის ბოლო მოხსენებაში.

მაკკინსის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ გერმანიის ეკონომიკა რეცესიამდე არსებულ მაჩვენებელს 2028 წელს დაუბრუნდება. ესეც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოებისს მუშაობა ტექნოლოგიური განვითარებისკენ იქნება მიმართული, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს.

ამ კვირის დასაწყისში, ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა "განიცდის ყველაზე მძიმე რეცესიას, ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში".

”კორონავირუსის პანდემიია 10 წლიანი ზრდის შემდეგ ჩვენს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს”, - აღნიშნა ალტმაიერმა.