ღამის კლუბები მერიის დახმარებას მომდევნო კვირაში მიიღებენ

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ღამის კლუბები დაპირებულ დახმარებას მომავალ კვირაში მიიღებენ.

ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც პროცესი დროში გაიწელა.

„იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა ყველაფერი მოგვარებულია და ეს ჩარიცხვები კვირის ბოლოს ან მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში დაიწყება. საუბარია 600-ზე მეტ ადამიანზე და რამდენიმე ათეულ ორგანიზაციაზე“, - განაცხადა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, მერიამ ღამის კლუბების და მათი თანამშრომლების დასახმარებლად 2 მლნ ლარი გამოყო.