ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის გზას 8 730 160 ლარი მოხმარდება

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.

ბეტონის საფარი 11 კმ-იან მონაკვეთზე იგება, რითაც ათამდე სოფელი ისარგებლებს და შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას რაიონის ცენტრამდე.

გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 730 160 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს.