გიდები დამატებით კომპენსაციებს ითხოვენ

"ტურიზმის სექტორში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე 8 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის”, - ამის შესახებ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

აშინ როდესაც გაურკვეველია კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, სექტორის გადარჩენად ახალგაზრად გიდების ასოციაციას მიაჩნია, რომ მტავრობამ უნდა გადადგას შემდეგი შემდეგი ნაბიჯები:

• 1 აგვისტოდან, დამატებით მოხდეს კომპენსაციების გაცემა გიდებისათვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის;

• გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან;

• გახანგრძლივდევს, სახელმწიფო დახმარების პროგრამა საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით;

• ვითხოვთ, აღდგეს ფრენები ეტაპობრივად , მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიებს Wizz Air და Ryanair მიეცეთ ფრენის უფლება, პირველ რიგში მწვანე ზონის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკეთესია.

• დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს " ეგიდით ჯერ კიდევ ივნისის თვეში; 

• ტურისტულ ცენტრებსა და ტურიზმის დეპარტამენტებში, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილებისა უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე.