გიორგი გახარია ბიზნესმენებს ხვდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა იწყება.

კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე იკრიბებიან.

კერძო სექტორის და მთავრობის მეთაურის შეხვედრის ძირითადი თემა, სავარაუდოდ, არსებული საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივება და ბიზნესის მხარდაჭერა იქნება.