Google "მეოთხე მუშკეტერი" კომპანია გახდა

Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის ბაზრის კაპიტალმა, როგორც იქნა $1 ტრილიონს გადააჭარბა და აშშ-ში მე-4 კომპანია გახდა რომელმაც ეს შეძლო. ოთხეულში Alphabet-თან ერთად არიან Apple, Amazon, და Microsoft. 

როგორც ჩანს, Google-ის დამაარსებლების, ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის მოლოდინები Alphabet-ის ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდერ პიჩაიმ გაამართლა. ერთი თვის შემდეგ კორპორაცია გაიზარდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ აშშ-ს ისტორიაში მეოთხე კომპანია გახდა, რომლის ბაზრის კაპიტალმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა. 

წყარო: thenextweb