Google საკუთარ ჭკვიან“ საათს ავითარებს

ამერიკული კომპანია Google  საკუთარ „ჭკვიან“ საათს, Pixel Watch-ს ავითარებს. ამის შესახებ გამოცემა  Business Insider წერს.

გამოცემის ცნობით, მოწყობილობა სავარაუდოდ 2022 წლის გაზაფხულზე გამოვა.

საათს ეკრანის გარშემო მრგვალი ციფერბლატი ექნება, ჩარჩოს გარეშე, ასევე იგი აღჭურვილი იქნება გულისცემის მონიტორით, ნაბიჯების დათვლის ფუნქციით.

ფასის თვალსაზრისით, Google-ის ჭკვიანი საათები კონკურენციას Apple-ის Apple Watch-ს გაუწევს.