ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9608 ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9644 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი ლარადაა  3.2829 შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2973 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0144 პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 7 ნოემბრიდან იმოქმედებს.