გურჯაანის წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.