Hyundai-მ ამერიკელ რობოტების მწარმოებელი Boston Dynamics შეიძინა

კორეულმა კომპანია Hyundai Motor-მა  ამერიკული რობოტების მწარმოებლი Boston Dynamics Inc შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Boston Dynamics-ის ვებგვერდზე განთავსდა.

Hyundai Motor-მა კომპანიის 80% შეიძინა, რომლის ღირებულებაც  1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. კომპანიის დარჩენილი 20%  იაპონური ჰოლდინის Softbank-ის საკუთრებაში დარჩა, რომელიც Boston Dynamics-ის წილს 2017 წლიდან ფლობს.

 Hyundai Motor ინვესტიციებს აკეთებს ე.წ. სამომავლო ტექნოლოგიებში, მათ შორის თვითმართვადი მანქანების, ხელოვნური ინტელექტის, თვითმფრინავების და რობოტების შესყიდვაში.