GEORGIAN AIRWAYS-ი თბილისი-ბათუმის ავიარეისებს 10 აგვისტოდან შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

ბილეთის ფასი (ერთი გზა) 99 ლარიდან იწყება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი ფრენებს 10 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, განახორციელებს.