იაპონია ჩინეთის დატოვების სანაცვლოდ ბიზნესს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება

იაპონია აპირებს კომპანიებს ჩინეთის დატოვებისთვის და თავიანთი წარმოების სხვაგან გადატანისთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს

იაპონიის მთავრობამ $2,2 მილიარდიანი პაკეტი გაამზადა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება და რომელთა მიწოდების ქსელები კორონავირუსის გამო შეფერხდა. 

220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) გადანაწილდება იმ კომპანიებზე, რომლებიც წარმოებას ჩინეთიდან იაპონიაში გადმოიტანენ. დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი გადანაწილდება მათზე, რომლებიც ბიზნესს ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადაიტანენ.