იაპონიაში ქართული ღვინის ონლაინ სემინარი გაიმართა

იაპონიაში ქართული ღვინის ონლაინ სემინარი გაიმართა. სემინარს ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში და იაპონიის სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ჰიროში იშიდა უძღვებოდნენ.

ქართული ღვინის სემინარს 70-მდე მსმენელი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ღვინის შემსყიდველი კომპანიებისა და სპეციალიზებული მაღაზიების, ასევე ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.მსმენელებს წინასწარ გაეგზავნათ სადეგუსტაციო ღვინოები, რომელთა დაგემოვნებაც სემინარის მსვლელობისას შეძლეს.