იაპონიაში კიბერშეტევებისადმი მდგრადი დრონები შექმნეს

ხუთმა იაპონურმა კომპანიამ ერთობლივი თანამშრომლობით კიბერთავდასხმების მიმართ მდგრადი დრონები შეიმუშავა,, რომლებიც არ დაექვემდებარება გატაცებას ან მონაცემთა მოპარვას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NHK წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი იაპონიის მრეწველობის სამინისტროს დაკვეთით განხორციელდა. ამასთან, საჭირო იქნება უფრო მეტი შიდა დრონების წარმოება, რადგან ბაზარზე ახლა ერთი ჩინური კომპანია დომინირებს.

მთავრობა გეგმავს მცირე ზომის დრონი სტიქიური უბედურებების დროს ზიანის შესაფასებლად და ინფრასტრუქტურის შემოწმებისთვის გამოიყენოს.