ილიას ტბაზე 76 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ყვარელში ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი 76-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. კომოპანია "ღვინის გზა 2017-მა"  მშენებლობის ნებართვა მიიღო და სამშენებლო სამუშაოებს მომავალ კვირას შეუდგება.

პროექტის ავტორების თქმით, მშენებლობა 2 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი სასტუმროს, მეორე კი ღვინის ქარხნის მშენებლობას მოიცავს. 

მთლიანად კომპლექსი 3 ჰექტარზე განთავსდება. ეს ტერიტორია კომოპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნული ადმინისტრაციისგან ელექტრონულ აუქციონზე შეისყიდა. 

მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. 

პროექტი 130 ადამიანს დაასაქმებს.