ილონ მასკმა 1 მილიონი ხის დარგვისთვის $1 მილიონი გამოყო

ილიარდერმა ილონ მასკმა 1 მილიონი ხის დარგვისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. როგორც ამერიკული ბიზნეს-გამოცემები იუწყებიან, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი #TeamTrees-ის კამპანიას შეუერთდა, რომელიც ბლოგერმა ჯიმი დონალდსონმა Arbor Day Foundation-სთან ერთად წამოიწყო. აქციის მიზანია, ტყის განადგურებას ხელი შეუშალონ და ახალი ნარგავებით კლიმატის ცვლილების ფარგლებში გარემო გადაარჩინონ.

პროექტი ხეების კალიფორნიასა და მის შემოგარენში დარგვას ითვალისწინებს; ამას გარდა, ტყე შტატების სხვა ტერიტორიებზეც გაშენდება. კამპანია მიზნად 2020 წლის ბოლოსთვის 20 მილიონი ხის დარგვისთვის ფულის შეგროვებას ისახავს.

გამოცემების ცნობით, პროექტი გასულ კვრიას დაიწყო, ხოლო 29 ოქტომბრის საღამოსთვის, შემოწირულობით 6 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რაც 6 მილიონზე მეტი ხის დარგვისთვის სრულიად საკმარისია.

ილონ მასკი პირველი მილიარდერი იყო, რომელიც პროექტში ჩაერთო. მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვყენა, ხეების დარგვისთვის თანხის გადარიცხვის სურვილი მილიარდერმა ჯეკ დორისმაც გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია წერს, მან კამპანიას 150 000 აშშ დოლარი შესწირა.