IMF-ის მმართველი დირექტორის პირველ მოადგილის ვინაობა ცნობილია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე (FDMD) გიტა გოპინათი გახდება.

მანამდე, გიტა გოპინათი სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის პოსტს იკავებდა.

იგი IMF-ის ამჟამინდელ მმართველი დირექტორის პირველ მოადგილეს, ჯეფრი ოკამოტოს შეცვლის. 

მმართველი დირექტორის პირველ მოადგილეს აშშ წარადგენს და IMF-ის მმართველი დირექტორი ნიშნავს.