ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყიდის

აშშ-ის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ენერგორესურსების ფასების შემცირების მიზნით, ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვას გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.