ინტერნეტში 1,3 მილიონი საბანკო ბარათის მონაცემებმა გაჟონა

კომპანია Group-IB-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა ინტერნეტში 1,3 მილიონი საბანკო ბარათის მონაცემები აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სპეციალისტების განცხადებით, ფაილი INDIA-MIX-NEW-01 ინტერნეტში ოდესმე გამოქვეყნებული საბანკო ბარათების ყველაზე დიდი ბაზაა. მისი სავარაუდო ღირებულება 130 მილიონი დოლარია. ინტერნეტში ბაზა 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ბაზაში არსებული საკრედიტო და სადებეტო ბარათების 98% ინდოეთის ბანკების მომხმარებლებს, 1% კი ერთ-ერთი კოლუმბიური ფინანსური ორგანიზაციის კლიენტებს ეკუთვნის.