იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 38% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. 2020წ. ივლისში იპოთეკით დაფინანსებული ტრნაზაქციების წილი (51%) II კვარტლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, იპოთეკის გაცემა ივლისში წწ მხოლოდ 9%-ით იყო შემცირებული და პოზიტიურ ზრდას უახლოვდება: წლიურმა ცვლილებამ ლარში -19%, უცხოურ ვალუტაში 21% შეადგინა, კურსის ეფექტის გამორიცხვით. უცხოურ ვალუტაში მეტი ზრდა საბაზისო ეფექტის მიერ არის გამოწვეული.

იანვართან შედარებით, თბილისში ყოველთვიური ქირის განცხადებების საშუალო ფასი დოლარში დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული (6.1 USD vs 5.1 USD) ქირის შემოსავლიანობა (აგვისტო 7.8%) გრძელვადიან ტრენდზე (2005-2020 საშ. 8.3%), ასევე 2019წ. საშუალო მაჩვენებელზე (9.0%) დაბლაა, თუმცა კლება დასტაბილურდა და ივლისთან (7.7%) შედარებით მცირედ არის გაზრდილი. ქირის შემოსავლიანობა სჭარბობს დოლარის იპოთეკის (5.4%) და დოლარის დეპოზიტის (3.6%) განაკვეთებს.

თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას -16%-ის ფარგლებში ელოდება: ახალი ბინები -12%, ძველი ბინები -23%; • ახალი ბინების ფასის კლება დოლარში წლიურად -5-0%-ის ფარგლებში (ლარში ზრდა +5-10%), ხოლო ძველი ბინების ფასის კლება წლიურად დაახლოებით 5% (ლარში ზრდა +0-5%) ფარგლებში არის მოსალოდნელი.

2021 წელს ბაზარზე მოთხოვნის დაბრუნებაა მოსალოდნელი, რისი წინაპირობაც ეკონომიკის და დასაქმების აღდგენა, გაუმჯობესებული განწყობები და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოსალოდნელი ტენდენცია იქნება.