ისრაელმა პირველი ციფრული ვალუტა გამოუშვა

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, პირველი ციფრული ვალუტა, ციფრული შეკელი გამოუშვა.

ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზდენტის მოადგილის, ენდრიუ აბირის განცხადებით, ციფრულ შეკელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ისრაელის საფინანსო სექტორზე,  კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინსისტემებზე.

ენდრიუ აბირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბანკს  ციფრული შეკელი საბანკო სექტორის გასაქრობად არ შემოაქვს და ბანკები მუდამ დარჩებიან ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად. 

ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე აღნიშნავს, რომ ციფრული შეკელის შემოტანა საშუალებას მისცემს ისრაელს, განაახლოს ანგარიშსწორების სისტემები.