ისრაელში კვების სექტორში კურიერი დრონები იმუშავებენ

ისრაელში კურიერმა დრონმა პირველი შეკვეთა შეასრულა და კლიენტს საკვები სახლში მიუტანა.

პირველი რესტორანი, რომელიც საკვების მიტანის სერვისისათვის დრონებს გამოიყენებს ისრაელში მდებარე იაპონური რესტორნების ქსელია. 

აღნიშნული პროგრამის განხორციელება CandoDrones-ისა და High Lander-ის დრონით მოხდება.

საპილოტე პროექტი განხორციელდება რვა დღის განმავლობაში - 14 ოქტომბრის ჩათვლით.