პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სისტემისათვის 6 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული თანხიდან უმეტესი ნაწილი სწორედ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად არის გამიზნული. კოვზანაძის თქმით, მომავალ წელსაც მილიარდობით ლარი იქნება ამისთვის საჭირო თუ კოვიდ-19 კონტროლის ქვეშ არ მოექცა.
ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასევე ადასტურებს, რომ ვაქცინაციისათვის მომავალ წელსაც საჭირო იქნება ფინანსური რესურსის მობილიზება.