ჯეიჰანის პორტიდან BTC ნავთობის 103 მილინზე მეტი ბარელი გაიგზავნა

კომპანიამ Botas International Limited (BIL), რომელიც თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, ჯეიჰანის ტერმინალიდან 103,542 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოახდინა.

ნედლი ნავთობი 143 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გადაიგზავნა.

ამ დროისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4803 ტანკერია გაგზავნილი, რომლებმაც 3 მილიარდ 675 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განაცორციელეს.