ჯეკ დორსის კომპანია Square სახელს იცვლის

ციფრული გადახდების კომპანია Square-ი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ჯეკ დორსია,  სახელს იცვლის. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

კომპანია გეგმავს, 10 დეკემბრიდან სახელი ოფიციალურად შეცვალოს და Square Inc-დან  Block Inc.-ად გადაკეთდეს.  კომპანიის ტიკერი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე „SQ“ არ შეიცვლება.

ჯეკ დორსიმ საკუთარი ბიტკოინის ბირჟის tbDEX-ის გახსნა დააანონსა. tbDEX-ის პროტოკოლი აქტივების გაცვლას ამარტივებს, დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის (DID) მეშვეობით სოციალური ნდობის დამყარებას ეხმარება.

კომპანია "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი თანამდებობიდან 30 ნოემბერს გადადგა.