ქაბულის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ განცხადება თალიბანის მთავრობამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა შიდა და საერთაშორისო კომერციული ფრენებისთვის", - ნათქვამია ავღანეთის ისლამური საამიროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 აგვისტოს  დაზიანებული ასაფრენი ბილიკი გარემონტდა. 

სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლა ქაბულის აეროპორტიდან შეწყდა მას შემდეგ, რაც  15 აგვისტოს თალიბებმა ქაბული აიღეს.