კახეთში გახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია განხორციელდა

კახეთში ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია განხორციელდა. პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი გაეცნო.

მისი თქმით, სამაცივრე მეურნეობაში ინვესტიციამ 800 000 ლარზე მეტი შეადგინა, მთ შორის 550 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. 

სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში მუდმივად 10, ხოლო სეზონურად 100 ადამიანია დასაქმებული. 

უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგის განვითარებისათვის, სახელმწიფო 700 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.