ქალაქი შუშა ტურისტებს 2023 წლიდან უმასპინძლებს

აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში ტურიზმის აღდგენის თარიღი დასახელდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის, ანარ კარიმოვის განცხადებით, შუშა ტურისტებს 2023 წლიდან მიიღებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა  „კულტურის სამინისტრო: 2021 წლის მიზნები და შედეგები“ კონფერენციისას განაცხადა.

"ამჟამად ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, შუშა 2023 წლის თურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. იმედი მაქვს, რომ ტურისტების მიღება სწორედ ამ წლიდან იქნება შესაძლებელი", - დასძინა მან.