კარლ ჰერცელმა ოზურგეთში ევროკავშირის მხარდაჭერილი მეურნეობები დაათვალიერა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ENPARD-ის ფარგლებში მხარდაჭერილი მეურნეობები დაათვალიერა. მათ შორის იყო ჩაის პლანტაცია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განახლდა. ადგილობრივმა კოოპერატივმა ევროკავშირის დახმარებით საჭირო დანადგარები შეიძინა და წარმადობა 13 ტონამდე გაზარდა. 

"ჩაი გურიის საფირმო ნიშანია. შთამბეჭდავია ენთუზიაზმი, რომლითაც ადგილობრივებმა ეს წარმოება შექმნეს. იმედი მაქვს, რომ აქ დამზადებული პროდუქტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც გავა“,– განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გურიაში ევროკავშირის მხარდაჭერით 17 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გადაიარაღდა.