ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნეგატიური კვირა ჰქონდათ

ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 10.86 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 5.2%-ით დაბალ ნიშნულზე დაიხურა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" გასული კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 263.2 ათას აქციას გაუტოლდა. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 274.9 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 9.98 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (-10,4% კვ/კვ) შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 5.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-1.9% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 293.1 ათასი შეადგინა.