ქართულ წამლებზე მოთხოვნა იზრდება

საექსპორტო ბაზრებზე ქართული წარმოების მედიკამენტებზე მოთხოვნა იზრდება. ამას ადასტურებს საქსტატის ადგილობრივი ექსპორტის განახლებული მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში უცხოეთის ბაზრებზე $19 მლნ-ზე მეტის სამკურნალო საშუალებები გავიდა. წლიურად საქართველოში დამზადებული წამლების ექპსორტი 56.3%-ითაა გაზრდილი. 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია  $12.2-ის ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები. მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში მეცხრე პოზიციაზეა.

ცნობისთვის, სამკურნალო საშუალებების წილი გაზრდილია მთლიან ექსპორტშიც და ის 2.3%–ს შეადგენს, მაშინ, როცა 2020 წლის პირველ კვარტალში სამკურნალო საშუალებების წილი საექსპორტო პროდუქციაში 1,6%–ს უტოლდებოდა.