ქართული თაფლის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

2021 წლის 10 თვეში, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე საქართველოდან ექსპორტზე 536.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 150  ტონა თაფლი გავიდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ექსპორტის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 796%-ს შეადგენს.

ექსპორტირებული თაფლის უმეტესობა - 121 ტონა - ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და საექსპორტო ღირებულება 394.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ექსპორტზე მხოლოდ 2 ტონა თაფლი გავიდა.

თაფლის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნებია: საფრანგეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ყატარი, ჰონგ-კონგი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი და საუდის არაბეთი.