ქართველი მწარმოებლები საერთაშორისო ონლაინ გამოფენაში წარსდგებიან

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბავშვის ტანსაცმლის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაში - PLAYTIME MARKETPLACE 2021, 23-25 იანვარს.

საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME წარმოადგენს ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. გამოფენა ტრადიციულად იმართება ნიუ-იორკში, პარიზსა და შანხაიში. 

"ბოლო წლების განმავლობაში გამოფენის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წლის სეზონზე პარიზში ჩატარებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 400-ზე მეტი ბრენდი, მათ შორის ბევრი ახალი კომპანიაც. ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 7200-მდე ადამიანი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ 69 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და აშშ-დან. მიმდინარე წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოფენამ გადაინაცვლა ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს და დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც გამომფენებში, ასევე ვიზიტორებში," - განმარტავენ სააგენტოში და დასძენენ, რომ 

კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.