ხილი გაძვირდა

ერთ წელში 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში ხილი და ყურძენი 15.5 პროცენტით გაძვირდა. ეს საქსტატის ინფლაციის ნოემბრის მონაცემებით დასტურდება.

რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, ერთი თვის ჭრილში ხილისა და ყურძნის ფასები 2.6%-ით არის შემცირებული.

2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.