ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ხილის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს "ბადაგი პლიუსი" აშენდა. 

საწარმოში წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა იგეგმება საექსპორტო ბაზრების ათვისებაც. 

საწარმოში, ჯამში, 877,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 438,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, დანარჩენი თანხა კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.