ხვალ მთაწმინდის პარკი კიბერფესტივალს უმასპინძლებს

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება. 

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ავტობუსი მგზავრებს სტანდარტული, 50-თეთრიანი ტარიფით მოემსახურება.

ამავდროულად, იმოქმედებს დაწესებული შეღავათებიც.