კიდევ ერთი შესაძლებლობა სტუდენტებს

თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთოპლივი პროექტი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი აგრძელებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. 25 ოქტომბრიდან პრე აქსელერაციის პროგრამა, ამჯერად, ღია უნივერსიტეტში ამოქმედდება.

პრე-აქსელერატორის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების სტარტაპული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის პროცესიდანვე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დახვეწონ ბიზნესიდეები, შექმნან ქმედითი სტარტაპები, რომლებიც შემდგომში რეალურ ბაზარზე იმუშავებენ.

პრე-აქსელერაციაში მიიღებიან როგორც გუნდები ასევე ინდივიდები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით აქვთ იდეები.
ღია უნივერსიტეტისა და სპარკის თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ისეთ აქტოვობებს გულისხმობს, როგორიცაა: ტრენინგები; სამუშაო პროცესის უკეთ გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა წარმატებულ კომპანაში; პროტოტიპების საგრანტო პროგრამაში ჩართულობისთვის სპარკის მენტორთა მხარდაჭერა.

სტუდენტები, რომლებიც ინოვაციურ ან მაღალტექნოლოგიურ იდეას დემო დღეზე წარმატებით წარადგენენ აქსელერაციას უკვე თბილისის ბიზნეს აქსელერატორ სპარკში გააგრძელებენ.