კობი-გუდაურის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტომანქანებით მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ასეთი რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.