კორონავირუსის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე

კორონავირუსის პანდემიის საფრთხეების გამო მიღებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში დაახლოებით 20%-ით შემცირდება. ამის შესახებ სტატისტიკების სამსახურმა განაცხადა. 

Insee-ის მიხედვით, ეკონომიკა პირველ კვარტალში 6%-ით შემცირდა. 

მარტის შუა რიცხვებიდან, ადრეულ მაისამდე, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საფრანგეთში, ეკონომიკური აქტივობა 21%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ იყო, რაც ჩვეულზე დაბალი შედეგია.

მიუხედავად ამისა, სავაჭრო დაწესებულებებში მომხმარებლების ხარჯვის მაჩვენებელი, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 6%-მდე გაიზარდა, ადრეულ მაისში კი 33%-იან მაჩვენებელს მიაღწია. 

სტატისტიკების სამსახურის მიხედვით 2020 წლისთვის, მთლიანობაში, საფრანგეთის ეკონომიკა დაახლოებით 8%-ით შემცირდება.