კორონავირუსის მკვლევარებს ევროკავშირი 128 მილიონ ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი, კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ჰორიზნოტი 2020-ის ფარგლებში, 128 მილიონ ევროთი ეხმარება იმ მკვლევართა ჯგუფებს ევროპის მასშტაბით, რომლებიც პანდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზებს სწავლობენ.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათი შეფასებით,სამეცნიერო კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული სამეცნიერო კვლევითი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს მათ მოძებნონ ახალი გზები ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა უკეთ დასაცავად