ამერიკულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი განაახლა.
წელს სიაში 2095 ადამიანი მოხვდა, რაც წინა წელთან შედარებით 58-ით ნაკლებია.
მილიარდერთა რაოდენობის შემცირებას გამოცემა კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს.
ამჟამად პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 8 ტრილიონი დოლარია, რაც ამ მაჩვენებლის 700 მილიარდი დოლარით კლებაზე მეტყველებს წინა წელთან შედარებით.
მილიარდერთა სიიდან ამოირიცხა 267 ბიზნესმენი, მდიდართა 51% გაღარიბდა
წლის განმავლობაში მსოფლიოში სულ 178 ახალი მილიარდერი გაჩნდა, აქედან 80 ჩინეთის მოქალაქეა, ხოლო 43 აშშ-ის. მათ ჯამურ ქონებას Forbes 369 მილიარდად აფასებს, რომელთაგან 150 მილიარდი აშშ-ის ქონებაა, 123 მილიარდი - ჩინეთის.
წელს უმდიდრესთა სამეულში პირველად შევიდა პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგის LVMH-ის მფლობელი, ბერნარ არნო.
ახალბედაა სიაში, კომპანია Zoom Communications-ის დამფუძნებელი, ერიკ იუანია. ერიკ იუანის ქონებას გამოცემა 5,5 მილიარდი დოლარით აფასებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზარალი 1 მილიარდი დოლარია.
უმდიდრესი ქალის სტატუსი ელის უოლტონმა მოიპოვა. სულ წლევანდელ მილიარდერთა სიაში 234 ქალია, რაც წინა წელთან შედარებით 10-ით ნაკლებია.
მილიარდერი ქალების რიცხვის კლეის პარალელურად, გაზრდილია ქალების ჯამური ქონება და 927 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკმა წელსაც შეინარჩუნა ყველაზე მრავალრიცხოვანი მილიარდერების ქალაქის სტატუსი.აშშ-ის ამ მეგაპოლისში წელს 8-ით მეტი მილიარდერი ცხოვრობს და მათი რაოდენობა 92-ს გაუტოლდა.
71 მილიარდერი ცხოვრობს ჰონგ-კონგში, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 70 მილიარდერი მკვიდრით.