კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი ბრიტანული ბრენდი შემოდის

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) საქართველოს ბაზარზე ახალი, ბრიტანული ბრენდი The Body Shop-ი შემოყავს. კომპანიამ კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელ The Body Shop International Limited-თან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, GHG ფარმაციას The Body Shop-ის ოპერირების 10-წლიანი უფლება აქვს. ის ისარგებლებს ყველა იმ ბენეფიტით რაც ცნობილ ბრიტანულ ბრენდს გააჩნია.

ბაზარზე შემოსვლიდან პირველ წელს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში 3 მაღაზია გაიხსნება, ასევე ბრენდი გაიყიდება GPC-ის 50 აფთიაქში შოპ-ინ-შოპ მოდელით შევა, დასაწყისისთვის 50 აფთიაქში, შემდგომში კი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

The Body Shop-ი პარფიუმერიისა და კოსმეტიკის 1000-მდე საშუალებას აწარმოებს, ბრენდი 70 ქვეყანაში 3000-მდე ფრანჩაიზერული მაღაზიით არის წარმოდგენილი.