კრიპტოპლატფორმის დამფუძნებლებმა 3,6 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს

Africrypt-ის დამფუძნებლებმა, ამირ და რეის ქეიჯებმა 3,6 მილიარდი დოლარის ღირებულების 69 ათასი ბიტკოინი მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

ამჟამად, ინვესტორებს არც  ფულისა და არც ციფრული ვალუტის დაბრუნება არ შეუძლიათ.

თუ მომხდარში ძმების მონაწილეობის საკითხი სამართლებრივად დადასტურდება ეს თაღლითობა შეიძლება კრიპტოვალუტის სამყაროში ყველაზე ხმამაღალ საქმედ ჩაითვალოს. 

პლატფორმა  2016 წელს დაარსდა. ანალიტიკოსი ლარკ დევისი აღნიშნავს, რომ Africrypt სხვა არაფერია თუ არა კრიპტოვალუტის პირამიდა.

"პროექტი დღეში 10%-იან შემოსავალს გვპირდებოდა", - აცხადებს ლარკ დევისი.

კომპანიის ვებგვერდი ამჟამად მიუწვდომელია. დამფუძნებელი ძმები კი ძებნაში არიან.